ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს

13:12, 12.07.2021

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს არ მისცემენ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხდომა გამართოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

მსგავსი