ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ არის გამოსახული
ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
კერძოდ, ახალ ფოტოზე არის: „დროას“, ედპ-ს, „თავისუფლების მოედნის“, „ახლის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ფედერალისტების“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ევროპული საქართველოს“ სიმბოლიკები.
ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც. „ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“, — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.