ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ბადრიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ბადრიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ცნობილი მომღერლის, პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის, დავით ბადრიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე ოჯახის არქივიდან მომღერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კოლექცია იყო წარმოდგენილი: ფოტოები, სხვადასხვა დოკუმენტი, ჯილდოები, აფიშები, პროგრამები, გრამფირფიტები, მემორიალური ნივთები, დადგმული სპექტაკლების დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზები. ოპერისა და ბალეტის თეატრში ნაჩვენები იყო ნაწყვეტები კინოფილმიდან „ჯურღაის ფარი“.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1926-1934) დავით ბადრიძის დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერით ,,რიგოლეტო“ შედგა, სადაც მან ჰერცოგის პარტია შეასრულა. 1940-იან წლებში მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენაზე და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას გნესინების სახელობის მუსიკალურ ინსტიტუტში.