რუსული მედიის ცნობით, გარდაიცვალა იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ მოათავსეს
რუსული მედიის ცნობით, გარდაიცვალა იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ მოათავსეს

ომსკში გარდაიცვალა იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ მოათავსეს. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც ომსკის ოლქის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, 55 წლის სერგეი მაქსიმიშინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„არაფერი განსაკუთრებული არ არის. ადამიანი ავადობდა, დარდობდა ნათევასებზე, მან მიმდინარე წელს მშობლები დაკრძალა. გარდაიცვალა მუშაობის დროს, თავის რეანიმაციაში, სადაც მუშაობდა. ის იწვა საავადმყოფოში, მოათავსეს რეანიმაციაში, იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა უწყების პრესმდივანმა გალინა ნაზაროვამ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე შეუძლოდ გახდა, ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოათავსეს. ორი დღის შემდეგ ომსკიდან კომაში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მან ხუთი თვე გაატარა. გერმანიის ხელისუფლებამ ექსპერტიზის შედეგად დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რაზეც ბერლინმა პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.