ომის შესწავლის ინსტიტუტი - ​ხერსონში ვითარებასთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის წინასწარ შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ
ომის შესწავლის ინსტიტუტი - ​ხერსონში ვითარებასთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის წინასწარ შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, ​ხერსონში ვითარებასთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის წინასწარ შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ რუსული ძალები შეეცდებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბის დაზიანებას და ამით, ერთი მხრივ, გადაფარავენ უკან დახევას და მეორე მხრივ, შეანელებენ უკრაინელების წინსვლას ტერიტორიის დატბორვითა და წინაღობის შექმნით. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, დამბის დარღვევისა და მისგან გამოწვეული მსხვერპლისთვის ბრალს უკრაინას დასდებენ.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის „ევაკუაცია“, რეალურად მათი გამოსახლება და რუსეთში გადასახლებაა, რასაც რეგიონის ეთნიკური წმენდა უდევს საფუძვლად.