„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ პროგნოზით, უკრაინის არმია ქალაქ ლიმანს 72 საათში აიღებს

12:10, 01.10.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში სამოქალაქო ობიექტების სარაკეტო და საავიაციო დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც. დაზიანებულია სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ელექტრო ქვესადგური. უკრაინის საარმიო ნაწილებს ფაქტობრივ ალყაში ჰყავთ მოქცეული დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ პროგნოზით, უკრაინის არმია ლიმანს 72 საათში აიღებს.

მსგავსი