„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ინგულეცთან მდებარე დასახლებული პუნქტებიდან ოკუპანტები განდევნეს
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ინგულეცთან მდებარე დასახლებული პუნქტებიდან ოკუპანტები განდევნეს

უკრაინული მედია წერს, რომ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, ფრონტის ხაზზე უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. კერძოდ, ხერსონის, ხარკოვის და ლუგანსკის მიმართულებით.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ინგულეცთან მდებარე დასახლებული პუნქტებიდან ოკუპანტები განდევნეს. ასევე, უკრაინის არმია წარმატებით მიიწევს წინ სამხრეთის მიმართულებით.