„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ. ინსტიტუტის მკვლევართა მონაცემებით, უკრაინული ძალები სამხრეთის მიმართულების გასწვრივ რუსეთის საყრდენი პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფებმა უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწიეს ბახმუტიდან სამხრეთით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიღწეული შედეგების ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად.

„ომის შემსწვალელი ინსტიტუტი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ძალები დაზიანებული საბრძოლო მანქანების შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან.