ომის შემსწავლელ ინსტიტუტი - რუსებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკის მიმართულებით, უკრაინელები აგრძელებენ შეტევას ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში
ომის შემსწავლელ ინსტიტუტი - რუსებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკის მიმართულებით, უკრაინელები აგრძელებენ შეტევას ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში

რუსებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დღეებში რუსეთის ჯარებმა შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შეანელეს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის შეტევითი ოპერაციები მიზნად ისახავდა უკრაინული ჯარების ამ ხაზზე მიმაგრებას და ფრონტის უფრო მნიშვნელოვანი სექტორებიდან გადახვევას.

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მოხსენებაშია აღნიშნული, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში.

ამასთან, რუსული ავიაცია სულ უფრო აქტიური ხდება ხარკოვის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებში და ნაკლებად აქტიურია ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილის რაიონებში, სადაც უკრაინის ჯარები აწარმოებენ კონტრშეტევას.