„ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს
„ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე შეეხება ბიზნესმენებსა და უცხოელ სტუდენტებს.
შემზღუდველი ზომები ძალაში 30 ნოემბრიდან შევა. იაპონიამ, თითქმის ერთწლიანი აკრძალვის შემდეგ, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები შეამსუბუქა და უცხოელ სტუდენტებს, 14-დღიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. აცრილებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღემდე იყო შემცირებული.
იაპონური მედია წერს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის საფრთხის გამო, რომელიც შეიძლება, იყოს უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს.