„ომიკრონის“ შემთხვევების სწრაფი გავრცელების ფონზე, ესპანეთში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა
„ომიკრონის“ შემთხვევების სწრაფი გავრცელების ფონზე, ესპანეთში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება . გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 50 ათასი მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

დატოვე კომენტარი