„ომიკრონის“ გავრცელების გამო, 17-21 იანვარს დაგეგმილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, 17-21 იანვარს დაგეგმილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

„შეხვედრის ჩატარება „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორთა თქმით, პანდემია უკიდურესად ართულებს გლობალური შეხვედრების ჩატარებას.

„ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო მონაწილეთა, თანამშრომელთა და მასპინძლების ჯანმრთელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა გამართულიყო.

შეხვედრა სავარაუდოდ ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.