ომარ თეთრაძე - ფსიქოლოგიურად საქართველოში სამუშაოდ მზად არ ვარ, კარგი პირობები მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს #1TVSPORT
ომარ თეთრაძე - ფსიქოლოგიურად საქართველოში სამუშაოდ მზად არ ვარ, კარგი პირობები მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს #1TVSPORT

ომარ თეთრაძემ „სპორტ 24“-თან ინტერვიუში განმარტა მიზეზები, თუ რატომ აღარ ისურვა კარიერის საქართველოში გაგრძელება. თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ინფრასტრუქტურა და პირობები.

„საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს კარგი პირობები – ესენია „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და გორის „დილა“. დანარჩენი ხუთი გუნდი იძულებულია, სავარჯიშო მინდვრები იქირაოს.

„საბურთალოში“ წელიწადზე ცოტა ნაკლები ვიმუშავე და სექტემბერში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ახლა, ასე ვთქვათ, თავისუფალი აგენტი ვარ. ბევრმა ქართულმა კლუბმა მიმიწვია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი იქ სამუშაოდ.

წარმოიდგინეთ, მატჩის მოახლოებამდე გუნდები თამაშამდე ვარჯიშებს მეტოქესთან ერთად, გვერდით მოედანზე ატარებენ. „საბურთალოში“ მუშაობისას დღეში ორ ვარჯიშს ვერ ვატარებდი. რუსეთში მეორე ლიგის თითქმის ყველა გუნდს აქვს საკუთარი ბაზა. ამით კი ბევრ ქართულ კლუბს არ შეუძლია დაიკვეხნოს“, – განაცხადა თეთრაძემ „სპორტ 24“-თან ინტერვიუში.