ომანსა და ირანში ციკლონ „შაჰინს“ სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ომანსა და ირანში ციკლონ „შაჰინს“ სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ ომანის სანაპირო ზოლში ქუჩების დატბორვა და ხალხის ევაკუაციის აუცილებლობა გამოიწვია. გარდა ამისა, ომანის სანაპირო ზოლის რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ომანის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ციკლონის სიჩქარე საათში 120-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს.
ციკლონის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც. სპარსეთის ყურის ქვეყნები სამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლებს სახლში დარჩენისა და დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებენ.