ოლივიე შაზო - პირველი ფრანგი მწვრთნელი „დიდი 10“-ის კლუბში (ვიდეო)

სარაგბო კლუბი გორის „ჯიქი“ „დიდი 10“-ის მომავალი სეზონისთვის ემზადება.

კლუბის სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი სიახლეებია – შერკინებას ქართული რაგბის ლეგენდა ლევან დათუნაშვილი გაწვრთნის, რომელმაც ხანგრძლივი და წარმატებული მოთამაშის კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულდა, საფრანგეთში მწვრთნელის უმაღლესი კატეგორიის ლიცენზია აიღო და სამშობლოში დაბრუნდა.

მასთან ერთად გორულ კლუბს მთავარი მწვრთნელი რანგში ფრანგი ოლივიე შაზო გაწვრთნის. შაზო პირველი ფრანგია სპეციალისტია, რომელიც ქართულ კლუბში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. წარსულში ოლივიე შაზო ფედერალ 2-ის „ლე ღოსა“ და ფედერალ 1-ის „შალონესში“ მუშაობდა.

მან პირველ არხთან ინტერვიუში სამწვრთნელო გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე და ქართულ საკლუბო და სანაკრებო რაგბიზე ისაუბრა.