ოლივიე ჟირუმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრების თამაშში დისბალანსი შეტანა დააბრალა #1TVSPORT
ოლივიე ჟირუმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრების თამაშში დისბალანსი შეტანა დააბრალა #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ აზრი გამოთქვა საფრანგეთის ნაკრებში „რეალის“ თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას დაბრუნების შესახებ.

„როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი, მე გამოძახებული ფეხბურთელების სიას მაშინ ვეცნობი, როცა მას მწვრთნელი აცხადებს. მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას. შემიძლია მას გავუგო. ვინ ვარ მე მისთვის, რომ პირველ რიგში გამომოძახოს გუნდში?! მაგრამ დავაფასებდი იმას, რომ წინასწარ გამაფრთხილინ არგამოძახების შემთხვევაში. ვიღაცეებს დეშამმა წინასწარ შეატყობინა.

ბენზემას დაბრუნებამ ტაქტიკური დისბალანსი შეიტანა საფრანგეთის ნაკრების თამაშში. ამის შესახებ ალალად ვლაპარაკობ. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ქარიმის. ბევრი რამ მისი ნებით არ მომხდარა. საფრანგეთმა ამ დისბალანსის გადალახვა დიდი ხნის შემდეგ შეძლო. ჩვენ ეს ერთა ლიგის „ოთხთა ფინალზე“ დავინახეთ. მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდა.

ქარიმმა ძალიან მალე შეცვალა თამაშის სტილი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში არსებობდა ხუთი წლის განმავლობაში. ასეთი ცვლილება წამიერად არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. უნდა მოეძებნათ ტაქტიკური ორიენტირები. მე და ქარიმს განსხვავებული სტილი გვაქვს.

ამასთან, მე და ბენზემას არასოდეს გვქონია პრობლემა. ის შეიცვალა, გაიზარდა და დიდ პროგრესს მიაღწია. ევრო 2020-ის დროს კარგი ატმოსფერო იყო. ყოველდღე ერთ მაგიდასთან ვსადილობდით“, – განაცხადა ჟირუმ L’Équipe-თან ინტერვიუში.