ოლივიე ჟირუ ტიერი ანრის რეკორდს შეუტევს
ოლივიე ჟირუ ტიერი ანრის რეკორდს შეუტევს

„ჩელსის“ ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს დაამხობს ტიერი ანრის საფრანგეთის ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რეკორდს.

„ჩვენ იმისთვის ვთამაშობთ, რომ ისტორიაში ჩვენი სახელი ჩავწეროთ, შესაბამისად გვაქვს მიზნებიც. ვფიქრობ ამ რეკორდის გაუმჯობესება შემიძლია.“

ტიერი ანრის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 151 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი, ჟირუს კი, რომელსაც მხოლოდ 105 მატჩი აქვს ჩატარებული 44 ბურთი დაუგროვდა და საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულამდე 7 გოლი სჭირდება.