ოლივერ ვარჰელი – ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს
epa07994871 European Commissioner-designate in charge of neighborhood and enlargement policy, Oliver Varhelyi from Hungary during his hearing before the European Parliament in Brussels, Belgium, 14 November 2019. EPA-EFE/OLIVIER HOSLET
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რათა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს, რაც გულისხმობს დახმარებას მკაცრი ზომების მიერ ეკონომიკაზე მომხდარი ზეგავლენის დასაძლევად, რეგიონულად და ორმხრივად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკომისარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
Spoke to Prime Minister of #Georgia @GakhariaGiorgi to confirm that #EU continues to stand by partners in fight against #CoronavirusOutbreak, as part of our global response to the pandemic. Providing support for immediate needs&mitigating economic impact, regionally&bilaterally. pic.twitter.com/Baeheq0acV
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 7, 2020