ოლივერ ვარჰეი - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს მოსაზრება
ოლივერ ვარჰეი - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს მოსაზრება

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს მოსაზრება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, თავისუფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც გუშინ და გუშინ წინ მოხდა ქვეყენაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან. მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობა არაფერს შობს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით. ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ, გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. გვინდა, ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დატოვე კომენტარი