ოლივერ ვარჰეი - საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების საქმეში, „კოვიდ-19“-თან ბრძოლასა და ეკონომიკის აღდგენაში
საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების საქმეში, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკის აღდგენაში, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, კახაბერ კუჭავასთან. ხაზგასმით აღინიშნა 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.
საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების საქმეში, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკის აღდგენაში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.