ოლივერ ვარჰეი - სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე, წარვადგენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის განკუთვნილ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს.
ევროკომისრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის წარდგენა მოხდება.
„სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე. ამ დილით მრგვალ მაგიდასთან მე წარვადგენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის განკუთვნილ ჩვენს ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას დაკავშირებადობისთვის და აღგენისთვის. ჩვენ 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას ვახდენთ, რათა მოვიზიდოთ 17 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია“, – წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში“.