ოლივერ ვარჰეი - მივესალმები სადავო კანონის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, საქართველოს კვლავ შეუძლია, ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
ოლივერ ვარჰეი - მივესალმები სადავო კანონის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, საქართველოს კვლავ შეუძლია, ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეეტილებას მიესალმება.

ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.