ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ – განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც ევროკომისარი წერს, შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა.
„ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
With Prime Minister @GharibashviliGe today, ahead of #EU #Georgia Association Council meeting. Discussed political developments in the country & need for solution as well as fight against #COVID19 & post-pandemic economic recovery. pic.twitter.com/X3mjXSTWMd
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) March 16, 2021