ოლივერ ვარჰეი - ევროკომისიის ამბიციური გეგმა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას
ოლივერ ვარჰეი - ევროკომისიის ამბიციური გეგმა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას

ევროკომისიის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.

„ჩვენ წარვადგენთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას. გეგმა მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის, მათ შორის მომავალი დემოკრატიული ბელარუსის მხარდაჭერას. ეს ახალი დღის წესრიგი მხარს დაუჭერს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და სავაჭრო მარშრუტების შენებას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.