ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოლოდინები გავამართლოთ
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოლოდინები გავამართლოთ

ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში გამართული სხდომის დასასრულს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირმა გაფართოების პოლიტიკა უნდა განამტკიცოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით.

„არ მგონია, ჩვენ ახალი პროცედურები გვჭირდებოდეს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. გაფართოების პოლიტიკა უნდა განვამტკიცოთ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ.