ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ

სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშროლობა გადამწყვეტია ნებისმიერ დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, აუცილებელია რეფორმების გატარება, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა მოქალაქეს.

„სამოქალაქო სექტორი არის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობისას სამოქალქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ორი ასპექტში. პირველი არის დახმარების გაწევა ადგილობრივი საზოგადოებისთვის და იმ ჯგუფებისთვის, რომელიც დახმარებას საჭიროებენ. მეორე – სამოქალაქო საზოგადოება იყო სანდო მოსაუბრე მთავრობისთვის პოლიტიკის შემუშავებისას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ხალხის კავშირების გამყარება. ისევე როგორც მთავრობის საკონსულტაციო მექანიზმების გაუმჯობესება როგორც საერო ეროვუნულ, ისე რეგიონულ დონზე. „კოვიდ-19“ ჩვენ ყველას შეგვეხო და საქართველო გამონაკლისი არ არის. ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა. ევროკავშირმა არსებითი სამედიცინო და ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს. ჩვენ ყველა ღონე ვხმარობთ, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ. მხარს ვუჭერთ ვაქინაციას. სამოქალაქო საზოგადოებამ ეფექტურად იმოქმედა და შეავსო სახელმწიფოს ძალისხმევა, რათა დახმარება მიეღოთ ყველაზე დაზარალებულ ჯგუფებს. ჩვენ უკვე გამოვყავით 187 მილიონი ევროზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, რათა ხელი შევუწყოთ სოციალ-ეკონომიკურ აღდგენას. ვმუშაობთ მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის.

„ეს განხორციელდება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნისთვის ფლაგმან პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ მოქალაქეებმა. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ კავშირების განმტკიცებაში, კერძოდ შავ ზღვაში, რათა მხარი დავუჭიროთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ ეკონომიკაში, კერძოდ კი მცირე საწარმოებში. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს აღდგენაში. ამას გავაკეთებთ მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერით. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ახალგაზრდებს, განათლებას და სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ინოვაციური და კრეატიული ეკონომიკა შევქმნათ. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას და მთავრობას იმუშაონ ერთად, რათა ამ გადამწყვეტ სფეროებში პროგრეს მივაღწიოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

„ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას. ჩვენ უნდა გამოვიყენო ამ შეთანხმებების პოტენციალი სრულად, რათა ჩვენი ეკონომიკა და საზოგადოებები დავაახლოოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

დატოვე კომენტარი