ოლივერ დოუდენი - ბრიტანეთის მთავრობა ისრაელთან რამდენიმე საკითხს არკვევს
ოლივერ დოუდენი - ბრიტანეთის მთავრობა ისრაელთან რამდენიმე საკითხს არკვევს

ბრიტანეთის მთავრობა ისრაელთან რამდენიმე საკითხს არკვევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, ოლივერ დოუდენმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბრიტანეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ისრაელი მიზანმიმართულად არ ახორციელებს თავდასხმას ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე.

ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე დოუდენი ამბობს, რომ „ისრაელი საშინელი თავდასხმის მსხვერპლი იყო“, მაგრამ ამავდროულად აღნიშნავს, რომ ღაზაში უფრო მეტი დახმარების გაგზავნაა საჭირო.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოქმედებს თუ არა ისრაელი კანონის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „ისრაელი აწარმოებს ლეგიტიმურ კამპანიას, თუმცა ბრიტანეთი შეშფოთებულია რამდენიმე საკითხით, რაც უკვე დავაყენეთ ისრაელთან“.