„ბაიერნის“ გარემარბმა მაიკლ ოლისემ 2025 წელს ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის. ვებგვერდ Squawka-ს ინფორმაციით, ფრანგის ანგარიშზე 36 საგოლე მომენტი იყო.
მეორე ადგილზე გავიდა „მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაიან შერკი (27), მესამეზე – „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი, რომლის ანგარიშზე 25 საგოლე მომენტი მოდის. პირველ ექვსეულში არიან: „ინტერის“ მცველი ფედერიკო დიმარკო (22), „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი (19) და „ატლეტიკოს“ ფორვარდი ალექს ბაენა (18).
17-17 საგოლე მომენტით ტოპ-ათეული შეავსეს: ჯეიკობ მერფიმ (ნიუკასლი), დიეგუ მორეირამ (სტრასბური), ლაუტარო მარტინესმა (ინტერი) და დეკლან რაისმა (არსენალი).