ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ორი ამერიკელი მოხვდა #1TVSPORT
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) დაასახელა პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის სიმბოლური ნაკრები.
ლებრონ ჯეიმსი (აშშ), სტეფენ კარი (აშშ), დენის შრიოდერი (გერმანია), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი).
შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში აშშ-ის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.