ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ფიბა-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ფიბა-მ რეიტინგი განაახლა, რომლის სათავეშიც კვლავ აშშ-ის ნაკრებია.
განახლებულ რეიტინგში მეორე სერბეთია, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალისთვის დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია დაამარცხა.
ხუთი ადგილით დაწინაურდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი, ოლიმპიადის მასპინძლებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი 24-ე პოზიციაზეა და რეიტინგში მხოლოდ ერთი ადგილით დაქვეითდა.
ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის ათეული:
- აშშ
- სერბეთი
- გერმანია
- საფრანგეთი
- კანადა
- ესპანეთი
- ავსტრალია
- არგენტინა
- ლატვია
- ლიეტუვა