ოლი უოტკინსი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ ჰილალის“ რიგებში გააგრძელებს #1TVSPORT
„ალ ჰილალმა“ „ასტონ ვილასთან“ ინგლისელი ცენტრალური თავდამსხმელის, ოლი უოტკინსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, ბონუსების გათვალისწინებით, საუდის არაბეთის ლიგის კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
30 წლის ოლი უოტკინსი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 278 მატჩში მან 108 გოლი გაიტანა. ინგლისელი 2026 წელს უეფა-ს ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.