ოლგა სტეფანიშინა - უნგრეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა კომპრომისი მათი მხრიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით
ოლგა სტეფანიშინა - უნგრეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა კომპრომისი მათი მხრიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით

12 მაისისთვის დაგეგმილი უნგრეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა კომპრომისი უნგრეთის მხრიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

სტეფანიშინას თქმით, კიევმა გადასცა თავისი წინადადებები უმცირესობათა უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანებს უნგრეთის მოთხოვნების შესასრულებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხებოდა საგანმანათლებლო ბლოკს, პროფესიული განათლების კანონპროექტის იმპლემენტაციას და სხვა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ 12 მაისს უჟგოროდში გაიმართება უკრაინული და უნგრული დელეგაციების მოლაპარაკებები 11 პუნქტის საფუძველზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად ნამდვილად შემეძლება ვთქვა, შესაძლებელია თუ არა შემდგომი დიალოგი უნგრეთთან თუ ეს იმიტაციაა“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, უკრაინა „გააკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს“ უნგრეთის ვეტოს მოსახსნელად.

როგორც ცნობილია, 29 აპრილს ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა განიხილონ უნგრეთის ყველა შეშფოთება და გახსნან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.