ოლგა სტეფანიშინა - მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაწესებაზე შეთანხდებას მიაღწევენ 
ოლგა სტეფანიშინა - მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაწესებაზე შეთანხდებას მიაღწევენ 

უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ქვეყნები მიაღწევენ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაწესებაზე.

ამის შესახებ ოლგა სტეფანიშინამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ევროპული ქვეყნები მაინც მიაღწევენ თანხმობას სანქციების მე-18 პაკეტთან დაკავშირებით სლოვაკეთთან და უნგრეთთან ერთად. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში, როდესაც მიიღებოდა გადაწყვეტილება მე-17 პაკეტზე, უნგრეთი ამ გადაწყვეტილებას ბოლო დღემდე ხმას არ აძლევდა“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ცალკეული სახელმწიფოების ვეტო-ს გამო მომავალი სანქციების მიღების რისკებზე საუბრისას ოლგა სტეფანიშინამ თქვა, რომ „ევროკავშირში რადიკალური პოლიტიკური ლიდერობის გარეშე ძალიან რთული იქნება“.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი 4 ივლისს ბრიუსელში ელჩების სხდომაზე განიხილებოდა, თუმცა სლოვაკეთის პოზიციის გამო მისი მიღება ვერ მოხერხდა.