ოლგა სტეფანიშინა - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დღეს უნდა გახსნილიყო, გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის შიგნით რაღაც მთავარი პოლიტიკური ელემენტი დააკლდა
აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დღეს უნდა გახსნილიყო.
ოლგა სტეფანიშინას თქმით, უკრაინის მთავრობა ბოლო დღეებში აქტიურად მუშაობდა, რომ დღეს მიღებულიყო გადაწყვეტილება პირველი ეტაპის გახსნის შესახებ.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის გახდა ნათელი, რომ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღებას დააკლდა ევროკავშირის შიგნით რაღაც მთავარი პოლიტიკური ელემენტი“, – აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად 17 ივლისს დანიშნა. ოლგა სტეფანიშინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.