ოლენა ზელენსკა - უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს
ოლენა ზელენსკა - უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს

უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კიევში ჩაწერილ ინტერვიუში ოლენა ზელენსკამ აღნიშნა, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით უფრო მოკლე იქნება კრიზისი.

ჟურნალისტმა ლაურ კენსბერგმა უკრაინის პირველ ლედის ჰკითხა, რა გზავნილი ექნებოდა მას ბრიტანელი ხალხისადმი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე დგას.

„მე მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ფასები ასევე გაიზარდა და ეს უკრაინასაც შეეხო. ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ ხურდების დათვლას საბანკო ანგარიშებზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და ვითვლით ჩვენს მსხვერპლს“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.