ოლე-გუნარ სოლსკიაერის ვაჟმა მამის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა – „მანჩესტერმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო

09:28, 31.07.2019

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ამხანაგური მატჩი ჩაატარა ნორვეგიული „კრისტიანსუნდის“ წინააღმდეგ და ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით ხუან მატამ გაიტანა.

„კრისტიანსუნდის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა 19 წლის ნოა სოლსკიაერს – „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერის ვაჟს. ის 85-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, ჯერჯერობით, ყველა წინასასეზონო მატჩი მოიგო: „პერტთან“ (2:0), „ლიდსთან“ (4:0), „ინტერთან“ (1:0) და „ტოტენჰემთან“ (2:1). 3 აგვისტოს, სოლსკიაერის გუნდი „მილანს“ შეხვდება საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში.

„იუნაიტედმა“ ასეთი შემადგენლობით თამაშა:

დე ხეა (60. რომერო), ვან-ბისაკა (60. ხუან მატა), ჯონსი (60. ტუნზებე), ლინდელოფი (60. გრინვუდი), შოუ (60. იანგი), მატიჩი (60. პოგბა), მაკტიმონეი (60. როხო), ჯეიმსი (60. ფრედი), ლინგარდი (60. ჩონი), მარსიალი (60. დალოტი), რეშფორდი (60. პერეირა).

მსგავსი