ოლაფ შოლცსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ოლაფ შოლცსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას timesofisrael-ი აქვეყნებს.

როგორც კანცლერმა ნეთანიაჰუსთან საუბარში აღნიშნა, პალესტინასთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

„გერმანიის მთავრობის აზრით, მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა მისცემს პერსპექტივას მდგრად გამოსავალს ახლო აღმოსავლეთში. ეს უნდა ეხებოდეს ღაზასაც და დასავლეთ სანაპიროსაც“, – განაცხადა შოლცმა საუბრისას.