ოლაფ შოლცს მომიტინგეებმა სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს და „ომის გამამწვავებელი“ უწოდეს
ოლაფ შოლცს მომიტინგეებმა სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს და „ომის გამამწვავებელი“ უწოდეს

ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს​ სიტყვით გამოსვლა მომიტინგეებმა შეაწყვეტინეს.

შოლცი უკრაინისთვის დახმარების გაგზავნაზე საუბრობდა, რა დროსაც აქციაზე 100-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ.

აქტივისტები შოლცს „მატყუარას“ და „ომის გამამწვავებელს“ უწოდებდნენ.

პროტესტის მიუხედავად შოლცმა გამოსვლა განაგრძო და აღნიშნა, რომ „ომის გამამწვავებელი“ რუსეთის პრეზიდენტია.

„ომის გამამწვავებელი პუტინია. ის 200 000 ჯარისკაცით შეიჭრა უკრაინაში. პუტინს უკრაინის განადგურება სურს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიული ომის დროს, უკრაინის იარაღით მხარდაჭერის გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.