ოლაფ შოლცმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო ფართო მასშტაბით დაშვებისკენ მოუწოდა
ოლაფ შოლცმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო ფართო მასშტაბით დაშვებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო ფართო მასშტაბით დაშვებისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, შოლცი ხვალ იორდანიის მეფეს შეხვდება, შემდეგ კი გაემგზავრება ისრაელში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს შეხვედრას.

„აუცილებელია, რომ ღაზაში დახმარება ახლა უფრო ფართომასშტაბიანი იყოს. ეს იქნება თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილი შეტევის გამო, სადაც პალესტინის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.

„არსებობს საშიშროება, რომ რაფაჰში ყოვლისმომცველი შეტევა გამოიწვევს უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს, რაც მკაცრად უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა შოლცმა.