ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარება იყო
ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარება იყო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა და კიევისთვის დახმარების გაწევა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერმა კონგრესს მოუწოდეს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინის დახმარების პაკეტი.

თეთრი სახლში შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კონგრესი დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იგი “თითქმის კრიმინალურ დაუდევრობაში“ იქნება დამნაშავე.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა გაიხსენა ევროკავშირის ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება კიევისთვის 50 მილიარდი ფინანსური დახმარების დამტკიცების შესახებ.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა მოგისმენთ და გადაწყვეტს უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა“, – განაცხადა შოლცმა.