ოლაფ შოლცის მეუღლე ბრანდენბურგის განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

17:27, 17.04.2023

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეუღლე ბრანდენბურგის განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ბრიტა ერნსტმა გადადგომის თხოვნით ბრანდენბურგის პრემიერ-მინისტრს, დიტმარ ვოიდკეს უკვე მიმართა.

გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ ცნობით, გადადგომის სავარაუდო მიზეზი ერნსტის ოჯახისა და მასწავლებლების ბოლოდროინდელი კრიტიკა გახდა მისი პოლიტიკის მიმართ.

გამოცემის წყაროს თქმით, ბრიტა ერნსტის მემკვიდრე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სტეფენ ფრაიბერგი იქნება, რომელიც ამ დრომდე განათლების სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი