ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნების შედეგების მილოცვას არ აპირებს

17:45, 18.03.2024

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს, რადგან ბერლინში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც დემოკრატიული ყოფილა.

შოლცის პრესმდივნის, კრისტინა ჰოფმანის თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი.

„ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. რუსეთში ახლა დიქტატურაა და მას მართავს პუტინი ავტორიტარულ რეჟიმში“, – განაცხადა ჰოფმანმა.

მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა.

მსგავსი