ოლაფ შოლცი - უკრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის
ოლაფ შოლცი - უკრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის

უკრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის.

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.