ოლაფ შოლცი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა, სადაც წყალდიდობის გამო თითქმის მთელი ქალაქი დაიტბორა
ოლაფ შოლცი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა, სადაც წყალდიდობის გამო თითქმის მთელი ქალაქი დაიტბორა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სტიქიით დაზარალებულ კლაინბლიტერსდორფში ჩავიდა, სადაც წყალდიდობის გამო თითქმის მთელი ქალაქი დაიტბორა.

როგორც მედია წერს, კანცლერმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვა ქალაქში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ზაარლენდის მხარეს ეწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასეთი უხვი ნალექი რეგიონში, ბოლო 30 წელია, არ ყოფილა. მაშველებს ათასობით გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა, დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებშია ევაკუირებული.

მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.