ოლაფ შოლცი - სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა შვედეთის პრემიერთან, მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შოლცის თქმით, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ნებისმიერი შეფერხება დასავლეთ ბალკანეთს გარე გავლენისგან დაუცველს გახდის.
„როგორც გერმანიისთვის, ასევე შვედეთისთვის ნათელია, რომ ევროკავშირმა უნდა განახორციელოს ინსტიტუციური რეფორმები, რათა შეძლოს გაფართოება“, – აღნიშნა შოლცმა.