ოლაფ შოლცი – რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა მშვიდობისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა“, – წერს შოლცი.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
Ukraine needs a just and lasting peace.
Together with European and international partners we will continue to support. Thanks to @Keir_Starmer for today’s meeting.
It is up to Russia to end the attacks and finally make peace possible.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) March 15, 2025