ოლაფ შოლცი - ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას, მაგრამ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს
ოლაფ შოლცი - ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას, მაგრამ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს

ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ დასავლეთი გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი თავდასხმა უკრაინაზე ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსაც.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას ენერგიის ფასების ზრდის ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტურობა კი მნიშვნელოვანი იქნება რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა დაასრულებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე, მაგრამ ამის ერთ ღამეში გაკეთება ასობით ათას სამუშაო ადგილს და მთელ ინდუსტრიულ სექტორს რისკის ქვეშ დააყენებს.

„სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად“, – განაცხადა შოლცმა.