ოლაფ შოლცი მოუწოდებს სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები
ოლაფ შოლცი მოუწოდებს სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოუწოდებს სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როგორც გერმანული მედია წერს, ევროკავშირმა სერბეთს მანამდეც არაერთხელ მოუწოდა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ რვა სასანქციო პაკეტს. საპასუხოდ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს“.

ბრიუსელი ასევე მოითხოვს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა გააუქმონ გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება ზოგიერთ მესამე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებიც შემდეგ ევროკავშირში მიემგზავრებიან.

ამ მოთხოვნის საპასუხოდ, სერბეთმა უკვე გააუქმა უვიზო რეჟიმი ტუნისსა და ბურუნდისთან და ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა იგეგმება ინდოეთთან მიმართებითაც.