ოლაფ შოლცი - კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არის გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ჰამასის“ გარეშე
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არის გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ჰამასის“ გარეშე.
„ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისრაელი და პალესტინის სახელმწიფო მშვიდობიან თანაარსებობას შეძლებენ. ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და ვუჭერთ ახლაც, ამ სიტუაციაში, რადგან ეს ეხება პერსპექტივას, მაგრამ ცხადია, რომ „ჰამასის“ მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ გერმანიაში ტერორისტად, რომლის მიზანიცაა ებრაელების მკვლელობა, ისრაელის მოქალაქეების განდევნა იმ ტერიტორიიდან, სადაც ისინი დღეს ცხოვრობენ, ასეთი ორგანიზაცია არ არის ორი სახელმწიფო მოდელის საფუძველი. ის ტერორისტული ორგანიზაციაა და მათ უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, შოლცმა დასძინა, რომ გერმანია მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ღაზამდე მიღწევა და ასევე, ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა და ავადმყოფებმა შეძლონ ტერიტორიის დატოვება.