ოლაფ შოლცი გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს - იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ
ოლაფ შოლცი გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობს - იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ

პოლიტიკური ძალადობა გერმანიაში დაუშვებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ ვისკენ იქნება ეს ძალადობა მიმართული, ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ჩვენ ვიმოქმედებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ძალადობის გამოყენებას დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის მიზნით. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ამას არ შევეგუებით და თქვენ წინააღმდეგ ვიმოქმედებთ კანონის გათვალისწინებით“, – განაცხადა შოლცმა გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბად სააროვში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მედიის ცნობით, შოლცმა ისაუბრა წინა დღეებში გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის განახლებულ შემთხვევებზე, მათ შორის, შაბათს ქალაქ ალენში, საარჩევნო შტაბში დეპუტატზე თავდასხმაზე. კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა პარასკევს მანჰეიმში მომხდარ თავდასხმას, რომელიც ანტიისლამური ჯგუფის, Pax Europa-ს მიერ ავღანეთში დაბადებული 25 წლის იმიგრანტის ხელით განხორციელდა.

შოლცი ძალადობის შემთხვევებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაშიც გამოეხმაურა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენო ვალტერ ლიუბკეს მკვლელობა, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა – განსაკუთრებით ახლა. დღევანდელ დროში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები. ჩვენ შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული“, – წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერზე“.